Tuesday, November 10, 2009

პროექტი

პროექტის სახელი: მცენარე და მისი მნიშვნელობა
პროექტის მოკლე აღწერა:აკვირდებიან მცენარეებს; მათ აგებულებას;ანსხვავებენ ერწლიან და მრავალწლიან მცენარებს.
პროექტის სრული აღწერა: საკლასო ოთახში ვსაუბრუბთ მცენარეებზე.ბავშვები მსჯელობენ, რომ მცენარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის. მცენარის ფესვები ამაგრებენ ნიადაგს და ამით იცავენ ნიადაგს დაშლისგან. შემდეგ ვაკეთებთ ექსკურსიას ტყეში, სადაც ბავშვები აკვირდებიან ბალახოვან მცენარეებს და ხემცენარეებს.
მასწავლებლის დახმარებით აანალიზებენ მათ აგებულებას. საუბრობენ მათ მსგავს და განმასხვავებელ ნიშან-თვისებაზე.აგროვებენ მწვანე ფოთლებს და აკეთებენ ჰერბარიუმებს. შემდეგ კლასს ვყოფ 2 ჯგუფად. I ჯგუფს დაევალებათ, რომ შეაგროვონ ინფორმაცია ხემცენარეების (მრავალწლიანი) შესახებ და II ჯგუფს დაევალებათ შეაგროვონ ინფორმაცია ბალახოვანი (ერთწლიანი) მცენარეების შესახებ.მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას, რომელია ყვავილოვანი მცენარე, რომლის ნაყოფის ჭამა შეუძლია ადამიანს. რომელი მცენარე არის სასარგებლო ადამიანისთვის.
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე განასხვავებს ერთწლიან და მრავალწლიან მცენარეებს და აანალიზებს მათ მნიშვნელობას და სარგებლობას ადამიანისათვის.
სარგებელი სხვებისთვის:
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილე სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორი:ცისანა ომარაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ცისანა ომარაშვილი@gmail.com.ge